ტექსასის შტატში NFT-ის გამოყენებას პოლიტიკური პარტია იწყებს

0
983

ტექსასის შტატში NFT-ის ფონდების მოძიების მიზნით გამოიყენებენ.

Front Row, ბაზარი, რომელიც ორიენტირებულია პროგრესულ ორგანიზაციებზე, აცხადებს, რომ ის ითანამშრომლებს ტექსასის დემოკრატიულ პარტიასთან, პროგრამის პილოტირების მიზნით. პროგრამა კანდიდატებისთვის ფულის შეგროვებას NFT-ს გამოყენებით ითვალისწინებს.

განცხადებაში, Front Row–მა აღნიშნა, რომ უკვე მზად არის პროექტის დასაწყებად. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, NFT-ის საშუალებით შეგროვებული თანხები უშუალოდ პოლიტიკური ჯგუფებისა და პირების კამპანიას ხმარდება.

”NFT-ი გახდება მძლავრი დამატება ნებისმიერი პოლიტიკური დაფინანსების ძალისხმევისთვის. ჩვენი ბაზრის გაშვება მისცემს დემოკრატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სახსრების მოძიების უპირატესობას”,- განაცხადა Front Row–ის თანადამფუძნებელმა, პარკერ ბათერვორტმა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტა ტექსასის კომერციული კანონით უკვე აღიარებულია.

ტექსასის შტატის კანონპროექტები 4474 და 1576 მაისში ორივე პალატამ შტატის საკანონმდებლო ორგანოში მიიღო. ივნისის თვეში კი გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა კანონპროექტს ხელი მოაწერა. კანონი ოფიციალურად პირველ სექტემბერს ამოქმედდა.

H.B. 1576 Blockchain სამუშაო ჯგუფს ტექსასში აყალიბებს, ხოლო H.B. 4474 სახელმწიფოს ერთიან კომერციულ კოდექსს ცვლის, რათა კრიპტოვალუტა კომერციული კანონმდებლობის შესაბამისად აღიაროს.

ტექსასის Blockchain საბჭოს პრეზიდენტმა, ლი ბრატჩერმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ H.B. 4474 უკეთესად განსაზღვრავს ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების უსაფრთხოებას. ამით კი ინსტიტუციონალურ ინვესტორებს საშუალება ეძლევათ განახორციელონ მსხვილი ინვესტიციები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი