11 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1511

ხუთშაბათს, 11 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარი ოდნავ შემცირდა.

11 ივლისის საღამოს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 7%-ით შემცირდა. კრიპტოვალუტის კურსი 11.530 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვეში კრიპტოვალუტის ფასის მაჩვენებელი 9.700 დოლარსა და 13.800 დოლარს შორის მერყეობს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასები არასტაბილურია. თუმცა კურსის მატებას მაინც პროგნოზირებენ.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსი 300 დოლარის ქვემოთ მოძრაობს. დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 270 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ეთერიუმის კურსი ბიტკოინის მსგავსად 7%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 ივლისს, დღის მეორე ნახევარში კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 313 მილიარდი დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი