არგენტინის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობილია

0
845

არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა (BCRA) ფინანასურ ინსტიტუტებს, რომლებიც კრიპტო ვაჭრობას ეწევიან მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

ეს კი მას შემდეგ, რაც ქვეყნის ორმა უსხვილესმა ბანკმა ცფრული ვალუტებით ვაჭრობის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

BCRA-მ განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი კრიპტო სექტორის მომხმარებლებისთვის გადაიდგა, რათა ფინანსური სისტემისთვის რისკების შემცირება უზრუნველყონ, რაც ძირითადად ციფრული ვალუტის ცვალებადი ხასიათის, ფულის გათეთრებისა და მარეგულირებელი გარანტიების სისუსტით აიხსნება.

ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, Banco Galicia-სა და Brubank-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ნებას რთავდნენ თავიანთ მომხმარებლებს შეიძინონ ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი და USD Coin-ი.

კრიპტოვალუტით ვაჭრობის გადაწყვეტილება Banco Galicia-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ იქნა მიღებული, რა დროსაც დადგინდა, რომ გამოკითხულთა 60%-ს სურდა მეტი გაეგო კრიპტოვალუტაზე და უშუალო შემხებლობა ჰქნოდა მასთან.

მიუხედავად გამოკითხულთა სიმრავლისა, ქვეყანაში მაინც არ შეინიშნება ინტერესის მკვეთრი ზრდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა ბანკმა მრავალჯერ გამოსცა გამაფრთხიელბელი წერილი საზოგადოებისათვის, რომელიც კრიპტოვალუტის მოხმარების რისკებთან იყო დაკავშირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი