ინვესტორი ჯონ პოლსონი კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი

0
1099

ინვესტორი ჯონ პოლსონი ციფრული ვალუტების არასტაბილურ ბუნებას ხშირად აკრიტიკებს. ის ტრადიციულ ინვესტიციებს ემხრობა.

მედიასთან ინტერვიუს დროს ჯონ პოლსონი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტას არანაირი ღირებულება არ გააჩნია.

”კრიპტოვალუტა, მიუხედავად იმისა, თუ სად ვაჭრობენ დღეს, საბოლოოდ აღმოჩნდება უსარგებლო. მას შემდეგ, რაც სიმდიდრე ამოიწურება ინვესტორები ნულზე აღმოჩნდებიან. პირადად, მე, კრიპტოვალუტაში ინვესტირებას არავის ვურჩევ”,- განაცხადა ინვესტორმა.

ჯონ პოლსონი Paulson & Co-ს თანადამფუძნებელია. კომპანია აშშ-ში 1994 წელს დაარსდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის სექტორისა და განსაკუთრებით ბიტკოინის მიმართ არაერთი ინვესტორია ნეგატიურად განწყობილი.

შეგახსენებთ, რომ Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, უორენ ბაფეტმა კომპანიის ყოველწლიურ შეხვედრაზე ნეგატიური დამოკიდებულება გამოამჟღავნა ბიტკოინის მიმართ.

მან განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა არსებობას ცუდად დაამთავრებდა.

აღსანიშნავია, რომ უორენ ბაფეტს ამ დრომდე ციფრული ვალუტის სექტორის მიმართ აზრი არ შეუცვლია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი