PayPal–ის კრიპტო შემოთავაზებაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება

0
1811

PayPal–ის კრიპტო შემოთავაზებაზე მოთხოვნამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ციფრულ ვალუტაზე მოთხოვნამ PayPal–ის თავდაპირველ მოლოდინს მას შემდეგ გადააჭარბა, რაც კომპანიამ კრიპტოვალუტით ვაჭრობა 2020 წლის ბოლოს დაიწყო. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით,- კრიპტოვალუტის მიმართ მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდებოდა.

“ჩვენს გარშემო დიდი მღელვარებაა”,- აღნიშნა PayPal-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ შულმანმა ჟურნალ Time-სთან ინტერვიუში.

შულმანმა თქვა, რომ არსებულ ფინანსურ ინფრასტრუქტურას მოდერნიზაცია სჭირდება, რადგან ის დღეს არაეფექტურია და ზედმეტად ძვირია.

აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ფინანსური სისტემა მზადაა მომდევნო 5-დან 10 წლის განმავლობაში უფრო მეტი ცვლილებების ხილვისათვის, ვიდრე ეს განიცადა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

დენ შულმანმა ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალურ ბანკებს მონეტარული პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ, რადგან ხალხი შეწყვეტს ქაღალდის ფულის გამოყენებას.

ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებს შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი განვითარებული ტექნოლოგიებით, როგორიცაა განაწილებული ლეჯერ ტექნოლოგია.

PayPal-ი აპირებს მრავალი კრიპტოვალუტის შეძენას, შენახვას და გაყიდვას, მათ შორის ბიტკოინისა და ეთერიუმის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი