ტოკიოს უნივერსიტეტში Blockchain-ის შემსწავლელი კურსი გახსნეს

0
1746

ტოკიოს უნივერსიტეტმა Blockchain ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი გახსნა. კურსის გახსნას რამდენიმე კომპანია აფინანსებს.

მათ შორის არის იაპონიის საბანკო გიგანტი Sumitomo Mitsui და Ethereum Foundation-ი.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში კიდევ ხუთი კომპანია არის დასახელებული. გარდა Sumitomo Mitsui და Ethereum Foundation-ისა, პროექტს აფინანსებენ: Good Luck 3, JSS-ი, Zipper-ი, Hotto Link-ი და Money Forward-ი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საბანკო ჯგუფმა 90 მილიარდი იენის შემოწირულობა განახორციელა, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ მჟღავნდება.

მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, ტოკიოს უნივერსიტეტის წარმომადგენლენმა აღნიშნა, რომ ეს იქნება საინჟინრო კურსი, რომელიც ინოვაციურ Blockchain ტექნოლოგიას შეისწავლის. კურსი სამწლიანია და ის 2018 წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყო და 2021 წლის 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის თვეში გიბრალტარში მთავრობის მხარდაჭერით Blockchain კურსები გაიხსნა. უნდა აღინიშნოს, რომ გიბრალტარის მთავრობამ გიბრალტარის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მრჩეველთა ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსების განვითარებაზე იქნება ფოკუსირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი