ანალიტიკოსები: მონეროს კურსი შესაძლოა, 142 დოლარამდე გაიზარდოს

0
1596

ლაიტკოინის კურსი 50 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გუშინ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 58 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ალტკოინზე ვაჭრობა კი 57 დოლარზე დაიხურა, რომელიც ასევე წარმოადგენდა დღის მანძილზე დაფიქსირებულ ყველაზე დაბალი ფასის მაჩვენებელს.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ლაიტკოინმაც განიცადა ფასის დანაკრგი. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 52 დოლარის დონეზე ფიქსირდება.

ლაიტკოინს აქვს ზრდის შესაძლებლობა. ალტკოინი ჯერ კიდევ 49-სა და 69 დოლარს შორის მოძრაობს. თუკი 69 დოლარის დაძლევას შეძლებს ანალიტიკოსები ისევ მოელიან, რომ კრიპტოვალუტის ფასი 90-სა და 94 დოლარს შორის იმერყევებს.

თუმცა, იქამდე სანამ ფასი გაიზრდება ექსპერტები ტრეიდერებს არსებული პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

რაც შეეხება მონეროს: ამ ეტაპზე ალტკოინი 103 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. გუშინ მონეროზე ვაჭრობა 113 დოლარზე გაიხსნა და დაიხურა. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული ასევე 113 დოლარზე, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 111 დოლარზე დაფიქსირდა.

თუმცა, სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ამ დროისთვის მონეროს ფასის მაჩვენებელიც შემცირებულია. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ გრძელვადიანი პოზიციები 106 დოლარზე შეინარჩუნონ.

თუმცა, ფასის ზრდის ტენდენციის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ მონეროს კურსი ჯერ 128-ზე, ხოლო შემდეგ 142 დოლარზე გაიზარდოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი