ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი ციფრული ვალუტა გამოუშვა. თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი გახდა, რომ კრიპტოვალუტა სრულად დეცენტრალიზებული არ იქნება.
განცხადება ახალი კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ ფინანსურ ფორუმზე გახდა ცნობილი. ქვეყნის ცენტრალური ბანკის დირექტორის მოადგილის, მუ ჩანგჩუნის თქმით, პროტოტიპმა, რომელიც Blockchain ტექნოლიგიაზე არის დაფუძნებული, ტესტირება წარმატებით გაიარა.
როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი აღნიშნავს, ახალი ციფრული ვალუტის გამოშვებით ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სავაჭრო სანქციების დაძლევას შესძლებს. საუბარი იმ საკითხზეც მიმდინარეობს, რომ ბანკის ციფრული ვალუტა ქვეყანაში ინვესტიციების ნაკადს გაზრდის.
თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მათი აზრით, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ჩინურ საქონელზე ვაჭრობის ტარიფების გაზრდის შესახებ განაცხადა უცხოელი ინვესტორები კაპიტალდაბანდებას სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის ბიტკოინით, ცდილობდნენ.
ექსპერტები ბიტკოინის ფასის ზრდას სწორედ ამ მოვლენას უკავშირებდნენ.