კანადურმა რესტორნების ქსელმა 300%-იანი მოგება ბიტკოინში ინვესტირებით ნახა

0
755

კანადაში დაფუძნებულმა ახლო აღმოსავლეთის რესტორნების ქსელის მეპატრონეებმა ტრადიციული ფულადი რეზერვები ბიტკოინში დააბანდეს.

დღეს კი მფლობელები აცხადებენ, რომ სწორედ ეს ნაბიჯი დაეხმარა მათ პანდემიის დროს ბიზნესის გადარჩენაში.

რესტორნების ქსელ Tahini-ს მფლობელებმა ალი და ომარ ჰამამმა და მათმა ბიძაშვილმა აჰმედმა გადაწყვიტეს კომპანიის დანაზოგების ბიტკოინში გადახურდავება 2020 წლის აგვისტოში.

იმ დროისათვის ეს იყო ნაღდი ფულის დაზოგვის ბევრად უკეთესი ალტერნატივა, რადგან მაშინ ბიტკოინის ფასი დაახლოებით 12,000 დოლარი იყო.

ალი ჰამამმა განაცხადა, რომ ამ ტიპის კრიპტო ინვესტიციით ბიზნესმა დიდი სარგებელი ნახა.

„ჩვენ, ბიტკოინის სტანდარტით კორპორატიულ ბალანსზე ვართ გადასული. ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოდან და მას შემდეგ, ჩვენ თავდაპირველ ინვესტიციაზე 300%-ით მეტი გვაქვს. მან მართლაც შეასრულა თავისი სამუშაო ინფლაციისგან დასაცავად და ის მუშაობდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა”,- განაცხადა ალი ჰამამმა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის გაყიდვები, პანდემიის დასაწყისიდან ერთ კვირაში 80%-ით შემცირდა ჰამამმა აღნიშნა, რომ კრიპტო ინვესტიციამ მათ არამარტო გადარჩენის, არამედ გაფართოვების საშუალებაც მისცა, რაც დამატებით სამი რესტორნის გახსნას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი