Yahoo! მუშაობს Line-თან NFT ვაჭრობის დასაწყებად

0
1014

Yahoo! იაპონიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერნეტ კომპანიაა.

კომპანია თანამშრომლობს Line-თან, რათა დაიწყოს NFT-ით ვაჭრობა. Line-მა, ცოტა ხნსი წინ, ოფიციალურად განაცხადა, რომ თავისი კრიპტოვალუტებზე ორიენტირებული შვილობილი კომპანია LVC Corporation ითანამშრომლებს Yahoo!-სთან, რაც იაპონიას NFT–ების მეორადი ვაჭრობის საშუალებას მისცემს, რომელიც დაფუძნებული იქნება Line–ის საკუთრების Blockchain-ზე.

პარტნიორობის ფარგლებში, Yahoo! განათავსებს Line blockchain-ზე დაფუძნებულ NFT-ს ონლაინ აუქციონის პორტალზე. იაპონიაში Yahoo! ჯერ კიდევ 1998 წელს შეიქმნა, ელექტრონული კომერციის გიგანტ eBay–ს კონკურენციისთვის.

პლატფორმაზე NFT ვაჭრობის ჩასატარებლად, ორი კომპანია ერთად იწყებს მუშაობას.

თანამშრომლობა საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ივაჭრონ NFT–ებით, რომლებიც მართულია Line Bitmax საფულის საშუალებით.

განცხადების თანახმად, კომპანიების პარტნიორიბის შედეგების მოლოდინი 2021 წლის ბოლოსათვის გამართლდება, როდესაც უშუალოდ ვაჭრობის პროცესი დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი