ალტკოინების ბაზარი საგრძნობლად გაზრდილია

0
1711

გუშინ ალტკოინების ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა.

28 მარტს ლაიტკოინზე ვაჭრობა 62 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული ასევე 62 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 60 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა კი 61 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსები პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ლაიტკოინის კურსის 69 დოლარამდე გაზრდას ვარაუდობდნენ. ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში კი ფასი 47 დოლარამდე დაეცემა.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის შეჩერებას 55 დოლარზე ურჩევენ.

ამჟამად, ლაიტკოინის კურსი 60 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება რიპლის: გუშინ ალტკოინზე ვაჭრობა 0.31 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი ასევე 0.31 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 0.30 დოლარზე დაფიქსირდა, რომელზედაც დღის ბოლოს დაიხურა ვაჭრობაც.

ექსპერტები სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად რიპლის ფასის მატებასაც ვარაუდობენ. მათი პოზიტიური პროგნოზი გამართლდება, როდესაც ალტკოინის ფასის ნიშნული 0.60 დოლარამდე გაიზრდება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 0.33 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

ამჟამად, რიპლის ფასი ოდნავ შემცირებულია და 0.30 დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი