აშშ რუსი კრიპტო ჰაკერების შესახებ ინფორმაციას ფლობს

0
1063

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. ამჟამად კი აშშ-ს ახალი სანქციები მიზანში იღებს რუსი ჰაკერების კრიპტო მისამართებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან არჩევნებში ჩარევის საქმეში.

10 სექტემბერს განახლებული ინფორმაცია აშშ-ს სახაზინო სანქციების შესახებ, მოიცავს რუსეთის მოქალაქეების შესახებ ცნობებს, რომლებიც სავარაუდოდ ფიგურირებდნენ აშშ-ს წინა არჩევნების ჩარევის საქმეში.

აღნიშნულ ინფორმაციაში მიზნობრივადაა გაწერილი კრიპტოჰაკერების სია და მისამართები, რომლებიც ბრალდებული პირების სახელებთანაა დაკავშირებული.

ბრალდებულ პირებში შედიან: პეტერბურგის მაცხოვრებლები: ანტონ ანდრეევი და არტემ ლიფშიტი. ასევე საქმეში აღნიშნულია ამ ორ პირთან დაკავშირებული კრიპტო მისამართები და ციფრული ვალუტები, მათ შორის ბიტკოინი, ლაიტკოინი, ZCash-ი, Dash-ი და ეთერიუმი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი მიზნად ისახავს კრიპტო მისამართების მოძიებას.

მარტში ამერიკელმა სამართალდამცავებმა ორი ჩინელი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები ჩრდილოეთ კორეის ჰაკერულ პროგრამას ფულის გათეთრების საქმეში ემხარებოდნენ.

აღნიშნული ღონისძიებები კი მიზნად ისახავს საფრთხის პრევენციას წინასაარჩევნოდ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მხოლოდ ორი თევა დარჩენილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი