ორშაბათს, 4 ნოემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად გაუმჯობესდა. უნდა აღინიშნოს, რომ გაიზარდა თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასი.
დღეს ბიტკოინის კურსი გაიზარდა. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 9.300 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
Coin360-ის მონაცემების თანახმად, 24 საათის განმავლობაში ციფრული ვალუტის ფასმა 9.100-დან 9.300 დოლარამდე მოიმატა.
ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 14.000 დოლარამდეც გაიზარდოს.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის საბაზრო წილი 67.3%-ს შეადგენს.
რაც შეეხება კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ალტკოინის ფასი დღის განმავლობაში დაახლოებით 2.94%-ით გაიზარდა. ეთერიუმის კურსმა კი 186 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 4 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 249 მილიარდ დოლარს შეადგენდა.