ტაილანდის ცენტრალური ბანკი სისტემაში Blockchain-ს ნერგავს

0
1083

ტაილანდის ცენტრალურმა ბანკმა მსოფლიოში პირველი Blockchain-ზე დაფუძნებული სახელმწიფო შემნახველი ობლიგაციების პლატფორმა შექმნა.

ამოქმედებიდან ორ კვირაში ცენტრალურმა ბანკმა 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი შემნახველი ობლიგაცია გაყიდა.

როგორც ცნობილი გახდა, Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებამ შეამცირა ობლიგაციების გამოშვების დრო 15 დღიდან ორ დღემდე.

პროცესის ეფექტურობამ ასევე შეამცირა საოპერაციო ღირებულება და დოკუმენტების ზედმეტი გადამოწმება.

აღსანიშნავია რომ, IBM-ი ცენტრალურ ბანკთან ერთად თანამშრომლობდა კიდევ შვიდ სხვა ინსტიტუტთან, მათ შორის, საზოგადოებრივი სესხის მართვის სამსახურთან, ტაილანდის ფასიანი ქაღალდების დეპოზიტურ კომპანიასთან, ტაილანდურ ობლიგაციების ბაზრის ასოციაციასთან და ოთხ ბანკთან.

შეგახსენებთ რომ, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ტაილანდის რიგით მეოთხე უმსხვილესი ბანკი, Kasikornbank-ი Blockchain-ზე დაფუძნებულ Visa B2B Connect პროგრამას შეუერთდა. აღნიშნული შეერთების მიზანი საერთაშორისო ტრანზაქციებში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება იყო.

პროგრამის მენეჯერმა, სურაიპონგ ტანტიანონმა საკუთარი აზრი გამოთქვა პარტნიორობის შესახებ და აღნიშნა, რომ Visa B2B Connect-ი ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დონის ამაღლებას და ამასთანავე, ლეჯერ ტექნოლოგიებს განვითარების საშუალებას მისცემს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი