24 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1394

ორშაბათს, 24 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა.

ბიტკოინის ფასი 10.850 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში კურსი 11.000 დოლარზეც დაფიქსირდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი დღეების მანძილზე ბიტკოინის კურსი 11.230 დოლარამდე გაიზარდა. ასეთი მაჩვენებელი კი 2018 წლის მარტის მერე აღარ დაფიქსირებულა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი 59%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი კვლავ ინარჩუნებს კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის სტატუსს. ამ ეტაპზე ალტკოინის ღირებულება 307 დოლარს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული ოდნავ არის შემცირებული. თუმცა კრიპტოვალუტის კურსი 300 დოლარზე ქვემოთ მაინც არ ჩამოდის.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 326 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი