ხუთშაბათს, 29 აგვისტოს ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა. მთელი დღის მანძილზე თითქმის ყველა კრიპტოვალუტის კურსმა დაიკლო.
უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსმაც კლება განიცადა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით 8%-ით შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარზე ქვემოთ მოექცა.
ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის გამართლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასმა 9.300 დოლარამდე დაიკლოს. თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ კვირის ბოლომდე ფასი 9.300-სა და 9.500 დოლარს შორის იმოძრავებს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე ბიტკოინის წილი კვლავ მაღალია და ის 69%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი დღის განმავლობაში დაახლოებით 8.8%-ით დაეცა. კრიპტოვალუტის კურსმა კი 170 დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 246 მილიარდ დოლარს შეადგენდა.