ყირგიზეთი კრიპტოვალუტის მაინინგის დაბეგვრას განიხილავს

0
1507

ყირგიზეთის ეკონომიკის სამინისტრომ კანონპროექტი წარადგინა, რომლის სახელწოდებაც ასეთია: “საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”. საქმე ეხება კრიპტოვალუტის მაინინგისთვის გადასახადის შემოღებას.

გაზეთი Kabar-ის ცნობით, კანონპროექტზე სპეციალური ჯგუფი მუშაობდა.

კრიპტოვალუტის მაინინგის დაბეგვრის შემდეგ მოსალოდნელია ბიუჯეტის გაზრდა. ეს კი თავის მხრივ იქნება ყირგიზეთის რესპუბლიკაში სამართლიანი დაბეგვრის პრინციპის დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყირგიზეთის ეკონომიკის სამინისტრო დაბეგვრის ორ შესაძლო ვარიანტს განიხილავს. პირველი ვარიანტი მაინინგისგან მიღებული შემოსავლის დაბეგვრას ეხება. მეორე ვარიანტი კი კრიპტოვალუტის მოპოვების დროს გაწეული ხარჯების დაბეგვრას გულისხმობს.

როგორც ყირგიზეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, ყირგიზეთის მთავრობა ბიუჯეტში დამატებით 4.2 მილიონი დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კომისიამ კრიპტოვალუტის შესახებ ანგარიში მოამზადა. ანგარიშის მიზანი იყო რეგიონის მასშტაბით ციფრული ვალუტის რეგულირების საკითხისთვის ხელშეწყობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ყირგიზეთიც არის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი