G20: კრიპტოვალუტის გადახდის ფორმად აღიარება შესაძლოა, რეალობად იქცეს

0
1280

G20 სამიტში მონაწილე ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მარეგულირებელი სისტემის საფუძვლის ჩამოყალიბებას დაიწყებენ.

სამიტის წევრები მსჯელობენ იმის შესახებ, რომ ციფრული ვალუტა გადახდის მეთოდად ოფიციალურად დასახელდეს.

Kyodo News-ის ცნობით, ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ G20 სამიტის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისზე წავიდნენ, რათა კრიპტოვალუტა გადახდის ფორმად მიიღონ.

გამოცემა ასევე წერს, რომ G20–ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პოლიტიკა შეცვალეს. ეს კი მას შემდეგ, რაც ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი ციფრული ვალუტის საპილოტე პროექტი დაიწყო.

აპრილში G20-ის ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას. ამიტომ საჭიროა მათი რეგულირება.

G20-ის ფინანსური სტაბილურობის საბჭომ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც 10 რეკომენდაცია იყო წარმოდგენილი. რეკომენდაციები ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრული ვალუტების მარეგულირებელ სისტემას ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ G20 ჯგუფის მომდევნო სამიტი საუდის არაბეთში 2020 წლის ნოემბერში გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი