პოლონეთში კრიპტოვალუტის კომპანიები ბანკებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

0
1881

თხუთმეტმა საფინანსო ინსტიტუტმა კონკრეტული ბანკების მიმართ საჩივრის წერილი დაწერა.

საჩივრის არასრულ ტექსტს პოლონეთის ბიტკოინ ასოციაცია აქვეყნებს. საჩივარში აღნიშნულია, რომ ადგილობრივმა ბანკებმა იმ მომხმარებლებს, რომლებიც კრიპტოვალუტას ფლობდნენ მომსახურებაზე უარი უთხრეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მიზეზით უთხრეს ბანკებმა მომხმარებლებს მომსახურებაზე უარი.

ბიტკოინის ასოციაციამ საჩივარი მომხმარებელთა დაცვის სამსახურს გადაუგზავნა.

“ბანკების ქმედებები ნათელი და გასაგებია: მათ სურთ, რომ ბაზარზე ციფრული ვალუტა არ არსებობდეს”,- ნათქვამია საჩივარში. კომპანიები დახმარებას მარეგულირებლისგან ითხოვენ და კრიპტოვალუტის ბიზნესის დასახმარებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარებას სთხოვენ.

პოლონეთის ბიტკოინის ასოციაციის მონაცემებით, სულ 52 კრიპტო ბიზნესს უთხრეს ბანკებმა უარი მომსახურეობაზე, ხოლო 25 კრიპტოვალუტის კომპანიის ანგარიშები საერთოდ დახურეს.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთი არცთუ კეთილგანწყობილია ციფრული ვალუტის მიმართ. 2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა აღიარა, რომ ფარულად დააფინსა კრიპტოვალუტის საწინააღმდეგო კამპნაია.

კამპანია კრიპტოვალუტაში ფული დაბანდების საკითხს ეხებოდა და ციფრული ვალუტის ინვესტიცებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. პოლონეთის ცენტრალურმა ბანკა კრიპტოვალუტის “შავ პიარში” 27 000 დოლარი დახარჯა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი