19 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1576

პარასკევს, 19 ივლისს ციფრული ვალუტის ბაზარი არასტაბილურობით გამოირჩეოდა. დღის განმავლობაში ფასის მატებასთან ერთად დაფიქსირდა ასევე კურსის კლების შემთხვევებიც.

აღსანიშნავია რომ მიუხედავად რყევებისა, ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარის ზემოთ დარჩა. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა თავისი ძირითადი ზღვრის ქვემოთ არ ჩამოდის. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი სხვადასხვა პოზიციაზე იმყოფებოდა.

დღის ბოლოს კურსი დაახლოებით 1%-ით იყო შემცირებული. თუმცა ბიტკოინის ფასი 10.500 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას, რაც თავისთავად დადებითი ტენდენცია იყო.

ამასთანავე, უნდა აღნიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა დაახლოებით 10% დაკარგა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 2.71%-ით დაიკლო. დღის ბოლოს კი ეთერიუმის ფასის ნიშნული 220 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია კვლავ 286 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი