ლიხტენშტეინის ერთ-ერთი ბანკი ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის პლატფორმას ხსნის

0
1846

ლიხტენშტეინში დაფუძნებული ბანკი Frick-ი ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმას ხსნის.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბანკის განცხადებით, პლატფორმა უზრუნველყოფს ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის სავაჭრო გარემოს შექმნას.

“ჩვენს კლიენტებს თავისუფლად ვაჭრობის შესაძლებლობას ვთავაზობთ. მეორე მხრივ კი, სავაჭრო პლატფორმა ევროკავშირის მარეგულირებელი სტრუქტურას მთლიანად ემორჩილება”,-განაცხადა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ედი ვოგერერმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ლიხტენშტეინი კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიხტენშტეინის სამეფო ოჯახი კრიპტოვალუტაში სოლიდური თანხის ინვესტირებას აპირებდა.

ლიხტენშტეინის სამთავროს მონარქმა, პრინცმა ალოისმა განაცხადა, რომ სამეფო ოჯახი 5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას კრიპტოვალუტაში გეგმავდა.

რაც შეეხება ბანკ Frick-ს, ლიხტენშტეინში მდებარე ე.წ. საოჯახო ბანკის კლიენტებისთვის ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტის პირველი პარტია მოიცავდა ბიტკოინს, ბიტკოინ Cash-ს, ლაიტკოინს, რიპლსა და ეთერიუმს.

ბანკმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავდა მაღალი რანგის კერძო კლიენტების მომსახურებასაც, რომლებიც ციფრულ ვალუტას ევროში, დოლარსა და შვეიცარიულ ფრანკში შეიძენდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი