ინდოეთის ფინანსთა მინისტრი: კრიპტოვალუტა აკრძალული არ არის

0
2538

ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა ანურაგ თაკურამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კანონი ინდოეთში, რომელიც კრიპტოვალუტის გამოყენებას აკრძალავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება Inc42 ავრცელებს.

მინისტრის ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ინდოეთში ციფრული ვალუტის აკრძალვის შესახებ.

ინდოეთში კრიპტოვალუტის შესაძლო აკრძალვას ტექ.-ინვესტორი ტიმ დრეიპერი გამოეხმაურა. მან Twitter-ზე ინდოეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებაზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა.

“ინდოეთის მთავრობამ აკრძალა ბიტკოინი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყანაში”,- დაწერა ტიპ დრეიპერმა Twitter-ზე.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ინდოეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტის აკრძალვას განიხილავს.

თუმცა, მანამდე, ივნისის დასაწყისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის საკანონმდებლო ორგანო ციფრული ვალუტის აკრძალვას აპირებდა.

საკანონმდებლო ორგანოს წევრები მედიასთან საუბრის დროს აღნიშნავდნენ, რომ ახალი რეგულაციის თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც კრიპტოვალუტას ფლობდნენ თავისუფლება 10 წლით შეიძლებოდა აღკვეთოდათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი