აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის წევრი: კრიპტოვალუტის რეგულირების ტემპის შენელება ინდუსტრიას მეტ თავისუფლებას მისცემს

0
1825

ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების კომისიის წევრმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის რეგულირების ტემპის შენელებამ შესაძლოა, ინდუსტრიას მეტი თავისუფლება მისცეს.

ჰისტერ პირსის თქმით, მიმდინარე “შეფერხებების” განხილვა ციფრული ვალუტისთვის გამჭვირვალე სამართლებრივ სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე დადებითად იმოქმედებს.

“ჩვენ შეიძლება შევძლოთ უფრო მკაფიო ხაზების დანახვა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც Blockchain პროექტები ასე აქტიურად ხორციელდება. მარეგულირებელი წესების შედარებით “დაგვიანებით” შემოღებამ კი, შესაძლოა ტექნოლოგიას მეტი თავისუფლება მიანიჭოს”,- აღნიშნა პირსმა.

ჰისტერ პირსმა შენიშნა, რომ ახალი ინდუსტრიის მარეგულირებელი პროცესი შეიძლება იყოს ხანგრძლივიც. მან ხაზგასმით აღინიშნა, რომ კომისია ვალდებულია იმოქმედოს სათანადო წესებით, რათა უზრუნველყოს ინდუსტრიის განვითარება არსებული კანონების შეუსრულებლობის გარეშე.

“თუ სათანადოდ ვიმოქმედებთ ჩვენ შევძლებთ, ინოვაციას ხელი შევუწყოთ და ყველაფერი კანონის დაცვით შევასრულოთ. ინვესტორების დაცვა, კაპიტალის ფორმირების ხელშეწყობა და სამართლიანი, თანმიმდევრული და ეფექტიანი ბაზრების უზრუნველყოფა-ეს არის ჩვენი მიზანი”,- განაცხადა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის წევრმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი