2 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1234

უკანასკნელი 10 დღეა, რაც ციფრული ვალუტის ბაზარი საკმაოდ მერყევია.

ოთხშაბათს, 2 თებერვალს კრიპტოვალუტების ბაზარი ოდნავ გაუმჯობესდა. უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტების კურსმა პირველი თებერვლიდან განსაკუთრებული ზრდის ტენდენცია დააფიქსირა.

გუშინ ბიტკოინის კურსი 39,100 დოლარის ზღვარს ასცდა. დღის ბოლოს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 38,743 დოლარზე დაიხურა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის პროცენტული კლება კი მხოლოდ 0.25%-ს შეადგენს.

2 თებერვალს ბიტკოინის ფასი 38,123 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ბიტკოინი მთლიანი ბაზრის 41%-ს იკავებს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 1.09%-ით არის შემცირებული. გუშინდელთან შედარებით ეთერიუმის ფასი დიდად არ შეცვლილა.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსის ნიშნული 4.04%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 769 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი