Gemini-მ და Samsung-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

0
1307

კრიპტოვალუტის ბირჟა Gemini-მ და ტექნოლოგიურმა კომპანია Samsung–მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

თანამშრომლობა Samsung Electronics–ის ციფრული საფულის შექმნას გულისხმობს.

პარტნიორობის მიზანია, რომ აშშ-სა და კანადელ მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ Samsung Blockchain საფულის გამოყენების, რაც Gemini– ს მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი.

დაახლოებით ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ Samsung-ის პროდუქციის შესაძენა ლიეტუვას, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეებს კრიპტოვალუტის გამოყენებით შეეძლოთ.

ამის შესახებ Samsung-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში იყო ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საუბარი შეეხებოდა გადახდის საშუალებებად ისეთი კრიპტოვალუტის გამოყენებაზე, როგორიც არის ბიტკოინი, ეთერიუმი, დეში, ლაიტკოინი, NEM-ი და Steem-ი.

“ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის ტენდენცია სულ უფრო და უფრო ძლიერდება, განსაკუთრებით კი ეს ბიზნეს სექტორზე აისახება. ჩვენი შეთავაზება არის კარგი საშუალება კლიენტებისთვისაც შეიძინონ პროდუქცია როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ სივრცეში და მომსახურების სანაცვლოდ, ციფრული ვალუტით გადაიხადონ”,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი