ნორვეგიელმა ინვესტორმა ბიტკოინის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და კრიპტობირჟა შეიძინა

0
1107

ნორვეგიელმა ინვესტორმა Øystein Stray Spetalen-მა ამ თვეში 180°-ით შეცვალა მოსაზრებები კრიპტოვალუტის შესახებ.

ახლა მისი მფლობელობაშია ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟის კომპანია MiraiEx-ი. დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც მან კრიპტოვალუტას სისულელე უწოდა. თუმცა მოულოდნელად მან განაცხადა, რომ MiraiEx-ის აქციები შეისყიდა.

Spetalen– ის პოზიცია იყო, რომ ისეთი კრიპტოვალუტა, როგორიცაა ბიტკოინი დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს ნორვეგიის და ევროპის სხვა სახელმწიფოების ხელისუფლებების მიერ, მისი გარემოზე დამანგრეველი გავლენის გამო. DNB Invest-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა:

”ბიტკოინის მაინინგი დღეს იმდენივე ენერგიას მოიხმარს, რამდენსაც მთელი ნორვეგია. ხელისუფლებამ და ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა აკრძალონ ის. შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირებთ CO2–ის ემისიებს. ჩვენ ისედაც კარგად ვართ მორგებული ძველ გადახდის სისტემებზე.”

ნორვეგიულ გაზეთ Finansavisen-თან ინტერვიუში Spetalen-მა შეცვალა პოზიცია. მან აღნიშნა, რომ წინა პოდკასტის ჩაწერის შემდეგ შეხვდა MiracEx-ის დამფუძნებლებს Thuc-სა და Øyvind-ს, რომლებმაც აუხსნეს კრიპტოვალუტის მნიშვნელობა. ამის შემდეგ ინვესტორის პოზიცია შეიცვალა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი