5 ივლისის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2544

ხუთშაბათს, 5 ივლისს ზოგიერთი კრიპტოვალუტის კურსი შემცირდა. Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად,მთავარი კრიპტოვალუტების კურსმა ბოლო 24 საათის განმავლბაში ჯამში 3%-ით დაიწია.

ასევე Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 4 მილიარდი დოლარით შემცირდა.

5 ივლისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასი დაახლოებით, 6.597 დოლარს შეადგენდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი დაახლოებით, 1.5%-ით შემცირდა, მაგრამ ის კვლავ ინარჩუნებს 6.500 დოლარის ნიშნულს, რომელიც ტრეიდერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ კვირაში ბიტკონის კურსი 8%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ეთერიუმს, ისიც დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც არის ბიტკოინი. ხუთშაბათს, ეთერიუმის ფასი 470 დოლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასმა 24 საათის განმავლობაში 1.5%-ით დაიკლო.

აღსანიშნავია, რომ ეთერიუმის კურსმა უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში 7%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია გუშინდელ მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებს, 273 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი