სამშაბათს, 7 დეკემბერს ციფრული ვალუტის ბაზრის მდგომარეობა შეადარებით გაუმჯობესდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განსაკუთრებით ბიტკოინის კურსი იყო შემცირებული.
დღეს კი ბიტკოინის ფასის ნიშნული 50.000 დოლარს ასცდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 4.65%-ით არის მომატებული.
ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 50.880 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი კი 40.6%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასმა 6.53%-ით მოიმატა. ეთერიუმის კურსი კი 4.340 დოლარზე დაფიქსირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის მაჩვენებელი ნელ-ნელა 4.500 დოლარის ნიშნულს უახლოვდება.
მოსალოდნელია, რომ დღის ბოლომდე, თუკი ეთერიუმმა ზრდის ტენდენცია არ შეაჩერა, ეთერიუმის ფასი 4.400 დოლარზე დაფიქსირდეს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 დეკემბერს დღის მეორე ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 370 მილიარდ დოლარს შეადგენდა.