გერმანიის ფინანსთა მინისტრი: პოლიტიკოსებმა Libra-ს გამოშვება არ უნდა დაუშვან

0
1579

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა Facebook–ის Libra-ს გამოშვებას ხელი არ უნდა შეუწყონ.

პარასკევს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შემოდგომის შეხვედრაზე, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ყველა სახის stablecoin-ს შეუძლია ეკონომიკას საფრთხე შეუქმნას. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა გამოთქვა თავისი სკეპტიკური დამოკიდებულება სოციალური მედიის გიგანტის გეგმებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა:

“ყურადღებით დავაკვირდებით ვითარებას, ჩვენს განკარგულებაში არსებული ყველა საშუალებით. მე არ ვარ ასეთი მსოფლიო ვალუტის შექმნის მომხრე. მიმაჩნია, რომ ვალუტის შექმნა დემოკრატიული სახელმწიფოების პასუხისმგებლობა არის”.

დაახლოებით ერთი თვის წინ გერმანიის მთავრობის განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ შესაძლოა, Libra-ს ალტერნატიული ვალუტა შექმნას.

გერმანიის მთავრობამ Blockchain სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს ალტერნატიული ციფრული ვალუტების შექმნას.

გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ოლაფ შოლცის თქმით, მთავრობას სურს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და Blockchain ტექნოლოგიის მხრივ გერმანიას ლიდერის პოზიცია მოუტანოს ევროპის მასშტაბით.

“ჩვენ უნდა დავიცვათ მომხმარებლები და სახელმწიფოს სუვერენიტეტი. სახელმწიფო სუვერენიტეტის მთავარი ელემენტია ვალუტის გაცემაც. ჩვენ არ ვაპირებთ ეს საკითხი კერძო კომპანიებს მივანდოთ”,- აღნიშნა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი