CoinGecko: ნიგერია კრიპტოვალუტის მიმართ მზარდ ინტერესს გამოხატავს

0
915

აპრილში დაწყებულმა კრიპტობაზრის მოულოდნელმა კრახმა, გამოიწვია ის, რომ კრიპტოვალუტების უმრავლესობა 60%-ით დაეცა, გაკოტრდა კომპანიები, ინვესტორები და ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკასაც კი საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა.

ასევე შემცირდა ახალი ინვესტორების გამოჩენა და “სარისკო კაპიტალის” ინვესტიციები.

მიუხედავად ამისა, ბოლო კვლევამ ხაზი გაუსვა ქვეყნების მზარდ ცნობისმოყვარეობას და ინტერესს კრიპტოვალუტის მიმართ.

კვლევა ეყრდნობოდა Google Trends-ის მონაცემებს პოპულარული კრიპტო საძიებო ტერმინების შესახებ, რომლებიც ხშირად ასახავს ინტერესს კრიპტო ბაზრის მიმართ. შემდეგ შედგენილი იქნა თითოეული ქვეყნის ძიების ისტორია, რათა მოხდეს საერთო ქულის მინიჭება და განისაზღვროს ძიების ინტენსიურობა.

CoinGecko-ს კვლევამ ხაზი გაუსვა ცნობისმოყვარეობის მნიშვნელოვან ზრდას ნიგერიელებს შორის. ნიგერიის მოსახლეობა ყველაზე მეტად ეძებდა ტერმინებს „კრიპტოვალუტა“, „კრიპტოვალუტაში ინვესტირება“ და „კრიპტოვალუტის ყიდვა“.

ნიგერია იმ 15 ქვეყანას შორის არის, რომელიც კვლევის ნაწილი იყო და საერთო ძიების ქულა 370 აქვს.

ნიგერიის მზარდი ინტერესი კრიპტოვალუტის მიმართ გამოწვეულია ქვეყანაში არსებული არაადეკვატური ფინანსური სერვისებით, რაც აფრიკის მასშტაბით კრიპტოვალუტის მიღების მთავარი მიზეზი იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი