ალტკოინების ფასი შემცირდა

0
1015

ბოლო ორი დღეა ციფრული ვალუტების კურსი რყევას განიცდის. ალტკოინების ფასების უმეტესობა მკვეთრად შემცირებულია. კლების ტენდენცია განსაკუთრებით 16 ნოებერს შეინიშნებოდა.

გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 679 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 685 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 665 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 665 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი შემცირდება შესაძლოა, ფასმა 580 დოლარამდეც კი დაიკლოს.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 598 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 9.77%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება Binance Coin-ს: 15 ნოემბერს ალტკოინზე ვაჭრობა 650 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული ასევე 660 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 631 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს Binance Coin-ზე ვაჭრობა კი 633 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსმა კლების ტენდენცია განაგრძო Binance Coin-ის ფასი 560 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

ამჟამად კი, Binance Coin-ის კურსი 588 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 7.09%-ით არის შემცირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი