HashEx-ი ჰაკერების შემოტევებს წარმატებით უმკლავდება

0
827

კრიპტოვალუტის ბაზრის ზრდასთან ერთად ამ სექტორზე ჰაკერული თავდასხმების რიცხვიც იზრდება. Ethereum-Solana Wormhole-მა თვის დასაწყისში ყველაზე დიდი თავდასხმა გამოსცადა.

ჰეკერული თავდასხმის შედეგად პლატფორმამ 321 მილიონი დოლარი დაკარგა.

მიზეზი კი ხელმოწერის დადასტურების დაუცველობა იყო.

თუმცა, აღსანიშნავია ისეთი პლატფორმა, როგორიცაა HashEx-ი. ეს არის კრიპტო უსაფრთხოების კომპანია. HashEx-ი ჰაკერებს წარმატებით “იგერიებს”.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, HashEx-მა 700-ზე მეტი DeFi გადარიცხვა აწარმოა უსაფრთხოდ, “ჭკვიანი კონტრაქტების” გამოყენებით, რაც საერთო ჯამში 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ტრანზაქცია იყო.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც HashEx-ს იყენებს, არის Trader Joe, პოპულარული დეცენტრალიზებული ბირჟა.

HashEx-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დიმიტრი მიშუნინმა განაცხადა, რომ უსაფრთხო ტრანზაქციების მთავარი “წარმატება” ხშირი აუდიტებია, ქსელის დიაგნოსტიკა და პრობლემების სწრაფი მოგვარება.

დიმიტრი მიშუნინმა განაცხადა, რომ მისი აუდიტორთა ჯგუფი მაქსიმალურად გაფართოებული შესაძლებლობების ალტერნტივებს იკვლევს და შემდგომ გამორიცხავს მათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი