Bitfury ნორვეგიულ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს

0
1228

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია 42 მეგავატიანი მონაცემთა ცენტრის საწარმოს ნორვეგიაში 100% განახლებად ენერგიაზე ამუშავებს.

ციფრული ვალუტის მაინინგის კომპანიამ, Bitfury-მ ჩამოაყალიბა პარტნიორობა კერძო კაპიტალურ ფირმასთან, რომელიც საშუალებას აძლევს მას განაახლოს არსებული 35 მილიონი დოლარის Blockchain ინფრასტრუქტურა ნორვეგიაში.

ლუქსემბურგში დაფუძნებული LIAN Group–ის გასული კვირის განცხადების თანახმად, კომპანიამ წარმოებაში დაამატა მაინინგი, როგორც მომსახურების სფერო Bitfury– სთან პარტნიორობის შედეგად.

შეთანხმების ფარგლებში, LIAN ჯგუფი ხელს შეუწყობს Bitfury-ს არსებული Blockchain ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას, რომელიც შედგება ნორვეგიის მონაცემთა დიდი ცენტრისგან.

Bitfury–მ 2018 წელს გახსნა კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანია ქალაქ Mo i Rana– ს მახლობლად.

LIAN ჯგუფმა აღნიშნა, რომ ჰაერით გაგრილებული BlockBoxes – Bitfury- ის კრიპტომომპოვებელი აპარატურა სრულად იქნება დაინსტალირებული უახლოეს მომავალში.

”ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აქტივი ბაზარზე. ეს მომგებიანი მაინინგ ოპერაცია ეყრდნობა დაბალ და ფიქსირებულ ყოველთვიურ ხარჯებს, რომელსაც ნორვეგია უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დაბალი ფასებით,” – განაცხადა LIAN ჯგუფის თანადამფუძნებელმა, ფიორენცო მანგანიელომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი