BTC Markets-ის გუნდს ორი ახალი წევრი შეემატა

0
888

BTC Markets-ი ASX-ისა და Tyro-ს ყოფილ აღმასრულებლებს მრჩეველთა საბჭოში იწვევს.

ავსტრალიის უმსხვილესმა ციფრული ვალუტის ბირჟამ, BTC Markets-მა განაცხადა, რომ კომპანიას მრჩეველთა საბჭოში ორი ახალი წევრი, დევიდ რეიფერი და გარი დარსმა ეყოლება.

BTC Markets-ს ჰყავს 325 ათასი ავსტრალიელი კლიენტი, რომლებმაც პლატფორმაზე 17,1 მილიარდი ავსტრალური დოლარის ღირებულების ვაჭრობა განახორციელეს.

BTC Markets-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეროლაინ ბოულერმა განაცხადა, რომ ორი ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა დაეხმარება პლატფორმას ბაზრის გაფართოების ხედვის მიღწევაში.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული დროით ამ ადამიანების შემოერთება ჩვენი პლატფორმის საკონსულტაციო დონეზე, გააფართოვებს ჩვენს თვალსაწიერეს, ზოგიერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით”,- განაცხადა ქეროლაინ ბოულერმა. მან ასევე დასძინა, რომ ამ ადამიანების მოწვევა უფრო გაფართოებული გეგმის ნაწილია.

უნდა აღინიშნოს, რომ დევიდ რეიფერი და გარი დარსმა მანამდე ტრადიციულ ფინანსურ სექტორში მუშაობდნენ.

გარი დარსმა შვიდი წლის განმავლობაში Tyro pays-სა და Mastercard-ში მუშაობდა. ქეროლაინ ბოულერი იმედოვნებს, რომ მისი გამოცდილება გადახდის სისტემებში დაეხმარება ბირჟას დააკმაყოფილოს კლიენტების მოთხოვნები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი