8 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1037

ხუთშაბათს, 8 ივლისს ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა.

ბიტკოინის ფასი 33.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 6%-ით შემცირდა. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიტკოინის ფასის ნიშნულს 32.700 დოლარის ფარგლებში დაეწყო მერყეობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა ყველაზე დაბალი დონე პირველ ივლისს აჩვენა, რა დროსაც ფასი 32.883 დოლარი იყო.

8 ივლისს ბიტკოინის საბაზრო წილი 44.5%-ს, ხოლო ეთერიუმის – 18.1%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ფასის კლება ალტკოინმაც განიცადა. ბოლო 2 დღეა ეთერიუმის ღირებულება 2.400 დოლარის დონეს ჩამოსცდა.

8 ივლისს ეთერიუმის კურსი 2.152 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსებს პოზიტიური პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 376 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი