KFC Venezuela-სთან Dash-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს

0
1408

KFC Venezuela-ს აღმასრულებელი დირექტორი ანტონიო სამპაომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რომ კვების ობიექტებში Dash-ით გადახდა იქნება შესაძლებელი.

მან განმარტა, რომ KFC განიხილავს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის მიმდინარეობს Dash-ით გადახდის დატესტვა, მაგრამ ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული.

ამასთან დაკავშირებით, სამშაბათს, 11 დეკემბერს, Dash Merchant Venezuela-მ Twitter-ზე საჯაროდ ბოდიში მოიხადა.

“სამწუხაროდ, ერთ-ერთ გაზეთმა ნაადრევად დაწერა ჩვენი გეგმების შესახებ. ამ ეტაპზე მხოლოდ მოლაპარაკება მიმდინარეობს ვენესუელის KFC-სთან. ჩვენ ვწუხვართ შეცდომის გამო და ბოდიშს ვუხდით KFC Venezuela-ს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

Dash Merchant-ი ასევე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე დატესტვის რეჟიმშია კარაკასის ჩაკაოს მუნიციპალიტეტში Dash-ით გადახდის სისტემა, თუმცა გეგმა ჯერ არის დამტკიცებული KFC Venezuela-სთან.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ქალაქ Xi’an-ის კაფეში ბიტკოინ Cash-ით გადახდა შესაძლებელი გახდა. კაფეს Hash House-ი ეწოდება. როგორც ცნობილია, კაფეს ჩვეულებრივისგან განსხვავევბული ინტერიერი აქვს. Hash House-ში არის მაინინგის დანადგარი, სხვადასხვა კრიპტოვალუტის დეკორაცია და ასევე კრიპტო მაღაზია, სადაც მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობა იყიდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი