ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა კრიპტოვალუტის მიღებაზე მუშაობს

0
727

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა კრიპტოვალუტის მიღების სამართლებრივ სისტემაზე მუშაობს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (CAR), რომელიც განვითარების ეტაპზე მყოფი ცენტრალური აფრიკის ქვეყანაა ქმნის 15 ადამიანისგან შემდგარ კომიტეტს.

კომიტეტი პასუხისმგებელია რეგიონში კრიპტოვალუტების გამოყენებისა და ტოკენიზაციის შესახებ კანონპროექტის შემუშავებაზე.

წევრებს ევალებათ იმუშაონ საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც საშუალებას მისცემს კრიპტოვალუტებს იმოქმედოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და დააჩქაროს ეროვნული ეკონომიკის განვითარება.

CAR-ის პრეზიდენტის Faustin-Archange Touadera-ს განცხადაების თანახმად, კრიპტოვალუტებს შეუძლიათ პოტენციურად დაეხმაროს ქვეყნის ფინანსური ბარიერების აღმოფხვრას.

მას სჯერა რომ ეს ფაქტორები ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის, რომელსაც მხარს კრიპტოვალუტის გამოყენების სამართლებრივი ბაზა დაუჭერს.

„კრიპტოვალუტებზე წვდომით გაქრება აქამდე არსებული ფულადი ბარიერები. მთავრობის მიერ მიღებული ზომების მთავარი მიზანი ეროვნული ეკონომიკის განვითარებაა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი