25 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1215

პარასკევს, 25 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი მკვეთრად შემცირდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 32.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 34.662 დოლარზე დაიხურა.

ამ ეტაპზე კი ბიტკოინის ფასი 32.200 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 8%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ეთერიუმს: მსგავსად ბიტკოინისა, ეთერიუმის ფასიც კლების ტენდენციას აჩვენებს. ამჟამად, ალტკოინის ფასი ნიშნული 1.800 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასის ნიშნული თითქმის 7%-ით არის შემცირებული.

გუშინ კი ეთერიუმის კურსი 1.900 დოლარის ფარგლებში მოძრობდა. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 2.032 დოლარს შეადგენდა. დღის ბოლოს ვაჭრობა კი 1.988 დოლარზე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 304 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი