Binance-ის ონტარიოს ოფისი იხურება

0
1040

Binance-ი ონტარიოში მუშაობს წყვეტს.

მას შემდეგ რაც კანადის მარეგულირებელმა ორგანომ კრიპტოვალუტის ბირჟას საქმიანობის შესახებ გაფრთხილება მისცა, Binance-მა ონტარიოს ოფისის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. კრიპტობირჟამ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნა და მომხმარებლებს ყველანაირი სახის ანგარიშის დახურვისკენ მოუწოდა.

როგორც ცნობილი გახდა, მომავალი თვიდან ონტარიოს ფილიალი კლიენტებს აღარ მოემსახურება. აღნიშნული განცხადება ძალაში შევიდა 26 ივნისს.

მომხმარებლებს კი აქვთ 6 თვე, რათა იმოქმედონ შესაბამისად, გაანაღონ ან გადაიტანონ თავიანთი კრიპტოვალუტები სხვა ანგარიშებზე.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ონტარიო საზოგადოების წინაშე და განსაკუთრებით კრიპტო მომხმარებლებისთვის, როგორც “არამეგობრულად” განწყობილი კრიპტომარეგულირებელი ისე წარმოჩნდა.

მარეგულირებელმა აპრილში სავალდებულო რეგისტრაციები შემოიღო. გასულ კვირას კი პარლამენტში მოსმენა დაიგეგმა, რომელიც კრიპტოვალუტის გაცვლითი კურსის დადგენას ემსახურებოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ონტარიოს ფასიანი ქაღალდების კომისიამ გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი მოსმენას Bybit-ის წინააღმდეგ გამართავს.

კრიპტოვალუტის ბირჟა ეჭვმიტანილია ადგილობრივი ფინანსური კანონის დარღვევაში.

მარეგულირებელი ორგანო ამტკიცებს, რომ Bybit–მა ვერ შეასრულა ონტარიოს ფასიანი ქაღალდების კანონით დადგენილი რეგისტრაციის მოთხოვნები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი