დუბაის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის სასამართლო Blockchain-ის დანერგვას გეგმავს

0
2212

დუბაის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის სასამართლომ და Smart Dubai-მ ხელი მოაწერეს Blockchain ტექნოლოგიის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც Blockchain-ზე დაფუძნებულ სასამართლო წარმოებას გულისხმობს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლებრივი სისტემის გამარტივებას ისახავს მიზნად.

დუბაის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის სასამართლო და Smart Dubai განმარტავენ, თუ როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიამ შეეძლოს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება, რათა საერთო ჯამში შეიქმნას Blockchain-ზე დაფუძნებული სასამართლო სისტემა.

ახლადშექმნილი ერთობლივი საერთაშორისო საფინანსო ცენტრისა და Smart Dubai-ს ხელშეკრულებას შეუძლია გააუმჯობესოს სამართლებრივი ეკოსისტემის პროცესების ფართო სპექტრი.

ამასთანავე, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული საჯარო და კერძო Blockchain ტექნოლოგიის კონტექსტში არსებული “ჭკვიანი კონტრაქტების” სისტემების დახვეწაც მოხდება.

რაც შეეხება Smart Dubai-ის ოფისის გენერალურ დირექტორს, აიშა ბინ ბიშერმა აღნიშნა, რომ დუბაის სტრატეგია 2020 წლისთვის Blockchain ტექნოლოგიის შესახებ სამთავრობო ოპერაციების 100%-იან წარმოებას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი