სინგაპურის სასამართლომ Bithumb-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

0
754

სამხრეთ კორეის კრიპტო ბირჟის Bithumb-ის შეძენის შესახებ სასამართლო რამდენიმე წელია გრძელდება.

თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, სინგაპურის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კიმ ბიუნგ-გუნის წინააღმდეგ, რომელიც თავდაპირველად ადანაშაულებდა Bithumb-ის მფლობელს, ლი იუნგს.

სამხრეთ კორეული გამოცემის Aju Daily-ის თანახმად, სამწლიანი პროცესის შემდეგ სინგაპურის სასამართლომ კიმი დამნაშავედ ცნო BXA მონეტების გაყიდვაში მისი პარტნიორის ლის ნებართვის გარეშე და უბრძანა მას დაებრუნებინა მონეტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები სინგაპურში დაფუძნებული BTHMB-ს კონსორციუმისათვის.

ამ სამოქალაქო საქმის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს სამხრეთ კორეაში მიმდინარე თუ უკვე დასრულებული სხვა მსგავსი შინაარსის სასამართლო პროცესებზე.

მიღებული გადააწყვეტილებები შესაძლოა, გაასაჩივრონ დაზარალებულებმა და ასევე უბიძგოს მოტყუებულ მოქალაქეებს სასამართლო წესით თახნების დაბრუნებისკენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი