ანალიტიკოსები: მოსალოდნელია ლაიტკოინის, როგორც კურსის მატება ასევე კლებაც

0
2064

ლაიტკოინის კურსი კვლავ 49-სა და 69 დოლარს შორის მოძრაობს. 3 ოქტომბერს ლაიტკოინზე ვაჭრობა 59 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე წარმოადგენდა დღის მანძილზე კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. ლაიტკოინზე ვაჭრობა 57 დოლარზე დაიხურა. 57 დოლარის ფასის ნიშნული ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსები კონკრეტულ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ამ ეტაპზე მოსალოდნელია ლაიტკონის, როგორც კურსის მატება ასევე კლებაც.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები ტრეიდერებს არსებული პოზიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

რაც შეეხება ბიტკოინ Cash-ს: 29 სექტემბრიდან მოყოლებული ბიტკოინ Cash-ი კურსის მომატებას ცდილობს, თუმცა კრიპტოვალუტის ფასი 550 დოლარს ვერ ასცდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თუკი კრიპტოვალუტა პოზიციებს არ გააუმჯობესებს მაშინ მოსალოდნელია კურსის შემცირება.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-ის ფასი მოიმატებს შესაძლოა, კრიპტოვალუტამ 600 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

ანალიტიკოსები ტრეიდრებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა 400 დოლარზე შეწყვიტონ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-მა კურსის ვარნდა აჩვენა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 531 დოლარზე დაიწყო. დღის განმავლობაში დაფიქსირებულმა ყველაზე მაღალმა მაჩვენებემა 531 დოლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი ნიშნული 508 დოლარი იყო. ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 514 დოლარზე დაიხურა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი