ორშაბათს, 4 იანვარს ბიტკოინის ფასი დრამატულად დაეცა. კრიპტოვალუტამ 33.000 დოლარის დონე დაკარგა. ფასი ჯერ 30.000-ზე შემდეგ კი 29.900 დოლარის დონემდე დაეცა.
Cointelegraph Markets–ის, Coin360–სა და TradingView–ის მონაცემებმა აჩვენა, რომ ორშაბათს ბიტკოინის კურსმა დაახლოებით 12%-იანი ზარალი განიცადა.
ანალიტიკოსმა მიქაელ ვან დე პოპის მოკლევადიანი პროგნოზი გააკეთა.
”თუ ჩვენ გვსურს ვიხილოთ საყრდენი ზონები ბიტკოინზე ეს უნდა განისაზღვროს ასე: ბიტკოინის ფასის შემცირების პირველი დონე 29.600 დოლარი იქნება. თუკი ბიტკოინმა ფასი კიდევ უფრო შეამცირა მომდევნო დონე 27.600 დოლარი იქნება”,- განაცხადა მიქაელ ვან დე პოპიმ.
აღსანიშნავია რომ, გუშინ 3 იანვარს ბიტკოინის ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა. დღის განმავლობაში ციფრული ვალუტის ფასის ყველაზე მაღალი დონე 34.608 დოლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ რომ, ამ ეტაპზე, ბიტკოინის კურსი 29.900-სა და 30.600 დოლარის ფარგლებში მერყეობს.