ჰაკერების თავდასხმის შემდეგ Bithumb-ზე ვაჭრობა კვლავ შესაძლებელია

0
1389

სამხრეთ კორეის ციფრული ვალუტის ერთ-ერთი ლიდერი ბირჟა Bithumb-ი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

ვაჭრობის მოცულობის მიხედვით მსოფლიოში მე-18 უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰაკერების დავდასხმის შემდეგ ბირჟის ხელახალი გახსნისას სადეპოზიტო მომსახურეობა შეეხება მხოლოდ ცხრა ალტკოინს.

ივნისის ბოლოს ჰაკერებმა Bithumb-დან 30 მილიონი დოლარი მოპარეს, რის გამოც ბირჟამ საქმიანობა დროებით შეაჩერა.

Bithumb-მა დიდი რაოდენობით ეთერიუმი ე.წ. ცივ საფულეზე მას შემდეგ გადაიტანა, რაც საეჭვო აქტივობები დაფიქსირდა. 16 ივნისს ბირჟამ განაცხადა, რომ მყარი სერვერის შესამოწმებელ ღონისძიებებს იწყებდა, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო უსაფრთხოების პარამეტრები გათვალისწინებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 ივლისს, ღამის საათებში Bithumb-ის ე.წ. ცხელი საფულეზე ჰაკერებმა თავდასხმა განახორციელეს.

მოგვიანებით ბირჟამ უარყო პირველი განცხადება მოპარული ფულის რაოდენობის შესახებ და განაცხადა, რომ ჰაკერებმა მხოლოდ 17 მილიონი მოიპარეს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით. Bithumb-ის სავაჭრო მოცულობა 24 საათის განმავლობაში 125 მილიონ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი