PayPal-ი დიდ ბრიტანეთში ოპერირებას იწყებს

0
919

PayPal-ი კრიპტო მომსახურებას დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მომხმარებლებს შესთავაზებს.

ამ კვირის დასაწყისიდან გაერთიანებული სამეფოს მაცხოვრებლებს შეეძლებათ შეიძინონ, შეინარჩუნონ და გაყიდონ კრიპტოვალუტა PayPal-ის საშუალებით. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა იმ კომპანიისთვის, რომელმაც ციფრული ვალუტების მომსახურების შეთავაზება ერთი წლის წინ დაიწყო.

გლობალური გადახდების პროვაიდერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მომხმარებლებს PayPal–ის ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით მალე ექნებათ წვდომა ბიტკოინზე, ეთერიუმზე, ლაიტკოინსა და Bitcoin Cash-ზე.

კომპანიის ეს ნაბიჯი წარმოადგენს კრიპტოვალუტის მომსახურების პირველ გაფართოებას შეერთებული შტატების მიღმა. ხოსე ფერნანდეს და პონტემ, PayPal-ის კრიპტო განყოფილების უფროსმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პანდემიის დროს “ფულის დიგიტალიზაცია” დაასახელა, როგორც კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში შესვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია.

”ჩვენი გლობალური მიღწევა: ციფრული გადახდების ექსპერტიზა, მომხმარებელთა და ბიზნესის ცოდნა უსაფრთხოებისა და შესაბამისობის მკაცრი კონტროლით გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას და ამასთანავე, გვაკისრებს პასუხისმგებლობას დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ციფრული ვალუტის სექტორის განვითარებაში ჩავერთოთ”,- განაცხადა PayPal-ის კრიპტო განყოფილების უფროსმა აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი