მაიკ ნოვოგრაცი: ინსტიტუციონალური ინვესტორების გაქტიურება ბიტკოინის კურსზე დადებითად აისახება

0
1373

Galaxy Digital-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ინსტიტუციონალურ ინვესტორებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ამჟამად მიმოქცევაში მყოფი ბიტკოინი შეიძინონ, რაც ფასის მატებაზე დადებითად აისახება.

BBC World News-სთან ინტერვიუში მაიკ ნოვოგრაციმ აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მსხვილმა ინვესტორებმა კრიპტოვალუტის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს. ამან კი ციფრული ვალუტის პოპულარობას შეუწყო ხელი.

”ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ PayPal-ს 340 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებლები იღებენ ბიტკოინით მომსახურებას, ჰყიდიან ვალუტას ან იძენენ. ბოლო დროს კი ციფრული ვალუტით ვაჭრობას ინსტიტუტიონალური ინვესტორების შეუერთდნენ”,- აღნიშნა Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ინვესტორი რაულ პალი მაიკ ნოვოგრაცის ინტერვიუს გამოეხმაურა. მისი თქმით, ინსტიტუციონალური ინვესტორების ბაზარზე გააქტიურებამ შესაძლოა, კურსის მკვეთრ მატებას შეუწყოს ხელი.

რაულ პოლის აზრით, თუკი ბიტკოინმა ფასის ზრდა გააგრძელა მოსალოდნელი დონე 400.000 დოლარი იქნება.

შეგახსენებთ რომ, მაიკ ნოვოგრაცი ჯერ კიდევ 2019 წელს აცხადებდა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესი ბიტკოინის კურსზე დადებითად აისახებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი