ხუთშაბათს, 18 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა. უკვე ბოლო ორი დღეა, რაც ბიტკოინის კურსის ნიშნული 9.400 დოლარის ქვემოთ მოექცა.
ბიტკოინის ფასი დღის განმავლობაში თითქმის 1%-ით შემცირდა. კრიპტოვალუტის კურსი 9.390 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ გასული შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა ყველაზე მაღალი დონე 11 ივნისს დააფიქსირა. ამ დღეს ციფრული ვალუტის დონე 10.000 დოლარის ნიშნულთან ძალიან ახლოს იყო.
რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი კვლავ ინარჩუნებს კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე ადგილს. ეთერიუმის ღირებულება 231 დოლარს შეადგენდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი ასევე 1%-ით შემცირდა.
ამას გარდა, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ალტკოინის ღირებულება 229-დან 237 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 266.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.