იორდანია სტაბილკოინის შექმნაზე მუშაობს

0
868

იორდანიის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის გამოშვებას გეგმავს.

იორდანიის ცენტრალურმა ბანკმა (CBJ) განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობებს იკვლევს. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC) დაკავშირებული იქნება იორდანიის დინართან და ექნება იურიდიული ძალა.

CBJ-ის ხელმძღვანელმა, ადელ ალ შარკასმა განაცხადა, რომ მისი ინსტიტუტი ლეგალური ციფრული ვალუტის შექმნის ვარიანტს იკვლევს. მან ასევე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა შესაძლოა, შესაბამისი კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ დაშვებული იყოს.

„იორდანიის ციფრული ვალუტის გამოშვების გეგმებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კვლევა იორდანიის დინართან დაკავშირებული ლეგალური ციფრული ვალუტის შემუშავების მიზნით. მომავალში შესაძლებელია, კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაშვება. რა თქმა უნდა, ეს მოხდება კანონმდებლობისა და რეგულაციების ამოქმედების შემდეგ“,- აღნიშნა ცენტრალური ბანკის მმართველმა.

შარკასის კომენტარები ციფრული ვალუტების განხილვისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე გაკეთდა. ეს კომენტარები მოჰყვა იორდანიის ქვედა პალატის ეკონომიკური და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარის, ხაირ აბუ სალიკის გაფრთხილებას, რომელიც კრიპტოვალუტით ვაჭრობის საფრთხეებთან დაკავშირებით საუბრობდა.

შეხვედრაზე ოფიციალურმა პირებმა განიხილეს რეგულაციის ფორმა, რომელიც ინვესტორების საფრთხისგან დასაცავად იქნება საჭირო. მათ ასევე ისაუბრეს კრიპტოვალუტით ლიცენზირებული სავაჭრო პლატფორმის გაშვებაზეც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი