კოლუმბიაში კრიპტოვალუტა და Blockchain-ი სახელმწიფო გადასახადისგან გათავისუფლდება

0
2514

კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუიქმა ცოტა ხნის წინ პირობა დადო, რომ კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის სტარტაპების დაბეგვრას შეამცირებდა.

ამის შესახებ ადგილობრივი გამოშვება El Tiempo იტყობინება.

პრეზიდენტი ამ მესიჯით წარსდგება ANDICOM-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს შეეხება. უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება.

პრეზიდენტმა აღიარა, რომ იგი “შეპყრობილია” ტექნოლოგიით, განსაკუთრებით რობოტებით და ხელოვნური ინტელექტით. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოლუმბიას სჭირდება მარეგულირებელი ორგანო, რათა ციფრული გარემო უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.

ივან დუიქის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლოა, სახელმწიფოს დაეხმაროს კორუფციის დაძლევაში. ასევე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელია ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, სასამართლო სისტემა და სამედიცინო სფერო.

პრეზიდენტმა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარების შესახებ ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო გადასახადისგან გაათავისუფლებს კრიპტოკომპანიებს 5 წლის ვადით მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ ტიპის ბიზნესმა ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას და კოლუმბიის მოქალაქეების დასაქმება უზრუნველყოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი