პრემიერ ლიგის შვიდი კლუბი რეკლამისთვის ბიტკოინით გადაიხდის

0
2748

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა სავაჭრო პლატფორმა eToro-მ პრემიერ ლიგის შვიდ საფეხბურთო კლუბთან ხელი მოაწერა სარეკლამო გარიგებას, რომლის თანახმადაც, გადახდილ თანახას eToro ბიტკოინში აიღებს.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის კლუბებმა Tottenham Hotspur-მა, Brighton & Hove Albion-მა, Crystal Palace-მა, Cardiff City-მ, Leicester City Football Club-მა და Newcastle United and Southampton-მა განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს eToro-სთან რეკლამის შესახებ კონტრაქტს.

ამ ეტაპზე eToro კონტრაქტის დეტალებს არ ახმაურებს.

საფეხბურთო კლუბების ეს ნაბიჯი აღნიშნავს კრიპტოვალუტისა და საფეხბურთო სამყაროს ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფეხბურთის სამყაროში, რომელიც მთლიანად მოიცავს ბიტკოინსა და Blockchain ტექნოლოგიას”, – განაცხადა eToro-ს დიდი ბრიტანეთის ფილიალის მმართველმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა, UEFA-მ, განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ბილეთების გაყიდვის სისტემას ქმნიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი